ლუკა მოდრიჩმა „რეალში“ კიდევ ერთი ისტორიული რეკორდი დაამყარა!
ლუკა მოდრიჩმა მადრიდის „რეალში“ კიდევ ერთი ისტორიული რეკორდი დაამყარა...
ხორვატი ფეხბურთელი გახდა ყველაზე ხნიერი მოთამაშე, რომელსაც ისტორიის მანძილზე „ბლანკოსის“ მაისურით აქვს ნათამაშები.
ამჯერად მოდრიჩმა ლეგენდარული ფერენც პუშკაშის რეკორდი დაამხო.
ლუკიტა დღეს 38 წლის და 238 დღის არის, ხოლო პუშკაში რეკორდის დამყარების დღეს 38 წლის და 233 დღის იყო.
ყოველი შემდგომი დაპირისპირება, რომელსაც ლუკიტა მოედანზე ჩაატარებს, რეკორდული იქნება.
- 4 მაი 2024
- 743
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.