ინტერნაციონალების დაბრუნების მოლოდინში

დღეს დილას ვარჯიშს "რეალ მადრიდ სიტიში" დაესწრო პირველი გუნდის 7 მოთამაშე და 4 ახალგაზრდა გუნდელი, სადაც მთავარი ყურადღება დაეთმო ბურთთან ვარჯიშს.

სამშაბათს, ვალდებებასზე თეთრები დაესწრნენ კვირის მეორე ვარჯიშს და მათ შეუერთდნენ აკადემიის მოთამაშეები. 7 ფეხბურთელი, რომელიც არ იყო გამოძახებული ეროვნულ ნაკრებში დუდეკი, ადანი, მარსელო, პედრო ლეონი, პეპე, მატეოსი და გრანერო ვარჯიშობდნენ ჟოზე მაურინიოს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. სანტიაგო ბერნაბეუზე გასამართ ლა ლიგის მატჩამდე ოსასუნას წინააღმდეგ ოთხი დღეა დარჩენილი.

რამოდენიმე პირველმა გუნდელმა გააცდინა წინა კვირიდან მოყოლებული ვარჯიშები საერთაშორისო ვალდებულებების გამო. ისინი თავიანთ ბოლო მატჩებს დღეს ითამაშებენ; გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია და ესპანეთის 21 წლამდელთა გუნდი ევრო თასის საკვალიფიკაციო თამაშებს ჩაატარებენ. ესპანეთი და არგენტინა კი ბუენოს აირესში ჩაატარებენ მეგობრულ თამაშს.

ახალგაზრდა გუნდელებმა ალექსმა, ხუანფრანმა, მორატამ და სარაბიამ დარჩენილ პირველ გუნდელებთან ერთად ივარჯიშეს. მათ შეხურება გაჭიმვითი ვარჯიშებით დაიწყეს, რასაც მოჰყვა პასებზე ვარჯიში და სირბილი. მოგვიანებით ისინი 2 ჯგუფად დაიყვნენ, რათა შეესრულებინათ რუტინული სამუშაოები.

გუნდი ოთხშაბათს 17:00-ზე (ცენტრალური ევროპული დრო) ივარჯიშებს.

წყარო: Realmadrid.com

  • ivane
  • 8 სექტემბერი 2010
  • 1 341
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)