„რეალმა“ „ბარსელონას“ და სხვა გრანდებს დაასწრო - ტრანსფერი ოფიციალურდება!

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ სხვა გრანდებს დაასწრო და ფრანკო მასტანტუონოს ტრანსფერი ფაქტობრივად დაასრულა...

ახლა ოფიციალური განცხადების გაკეთებაა დარჩენილი, ვინაიდან მხარეები სხვა დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ.

ფლორენტინო პერესი „რივერ პლეიტის“ ახალგაზრდა ვარსკვლავის დამატებას 2025 წლის ზაფხულში გეგმავს, სცენარი კი ენდრიკის სტილში იქნება.

არგენტინელი „ბლანკოსის“ საკუთრება 2024 წლის ზაფხულის დაწყებისთანავე გახდება, თუმცა 1 წლით კვლავ არგენტინაში დარჩება და მხოლოდ შემდეგ შეუერთდება მსოფლიოს საუკეთესო კლუბს.

მასტანტუონო შესანიშნავია, როგორც შემტევი ნახევარმცველის, ასევე ფლანგის შემტევის პოზიციაზე და მის მიმართ ინტერესს „ბარსელონა“, „პსჟ“, „ინტერი“, „ჩელსი“, „ბაიერნი“ „არსენალი“, „ნიუქასლი“ და „ასტონ ვილა“ იჩენენ, თუმცა „ბლანკოსმა“ ბრძოლა მოიგო.

  • Hala
  • 3 მაი 2024
  • 16 718
  • 1

1

4 მაი 2024 15:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 282
ისე ძალიან საინტერესოა როგორ დაასწრო, პერესი სხვებზე შუსტრია? ძალიან ახალგაზრდაა? თქვით ბარემ რო სახელმწიფოს გუნდი ხართ და რამდენსაც გინდათ იმდენს დახარჯავთ, არავინ არ შეგაწუხებთ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (253)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)