ანჩელოტი:„ჩემპიონობას ვუახლოვდებით“
კარლო ანჩელოტიმ „კადისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„არდა გიულერი ხვალინდელ დაპირისპირებას სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს, ის აუცილებლად მიიღებს სათამაშო პრაქტიკას. იგივეს თქმა შემიძლია ედერ მილიტაოზე, რომელსაც სჭირდება რიტმი.“
„კურტუა? საკმაოდ კარგი ივარჯიშა და „კადისის“ წინააღმდეგ სათამაშო დროს ისიც მიიღებს, აღნიშნული ინფორმაცია შემიძლია ოფიციალურად დაგიდასტუროთ.“
„ჯუდ ბელინგემს წინა კვირაში ვირუსი ჰქონდა, რის გამოც სრულფასოვნად ვერ აღიდგინა ფორმა, თუმცა ახლა კარგად არის.“
„მოტივაციის ნაკლებობა? როგორ შეიძლება მოტივაცია გვაკლდეს, როდესაც გამარჯვების შემთხვევაში ლა ლიგის მოგებას კიდევ უფრო დავუახლოვდებით.“
„თუ ფინალში გავალთ კურტუას გამოყენება? ჩვენ ახლა მხოლოდ ოთხშაბათის შეხვედრაზე ვფიქრობთ, რომელსაც ანდრეი ლუნინი ითამაშებს. ფინალამდე რთული გზაა გასავლელი.“
„როდრიგოს და ვინისიუსის ახალი პოზიციები? ისინი შეტევის ნებისმიერ ადგილზე ეფექტურები არიან. ფაქტია, რომ „სიტისთან“ და „ბაიერნთან“ ორივე ბრაზილიელმა ნაყოფიერი თამაშით დაგვამახსოვრა თავი.“
„კროოსის მომავალი? მან უნდა აირჩიოს ის, რაც საუკეთესო იქნება.“
„„ბაიერნთან“ დაცვაში მცირე კორექტირებები იქნება. „ალიანც არენაზე“ უკანა რგოლში გარკვეული პრობლემები გვქონდა, რაც სანტიაგო ბერნაბეუზე არ უნდა განმეორდეს.“
„ლა ლიგის მოსაგებად 4 ქულა გვჭირდება, თუმცა შეიძლება მოვლენები სხვაგვარადაც განვითარდეს. აქ „ბარსელონას“ შედეგიც მნიშვნელოვანია, თუ კატალონიელები „ჟირონას“ ვერ დაამარცხებენ, ჩვენი ამოცანა კიდევ უფრო გამარტივდება.“
„ზეიმი „სიბელესზე“? ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემპიონები გავხდებით. ლა ლიგის მატჩის შემდეგ „ბაიერნზე“ უნდა გადავერთოთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“
- 3 მაი 2024
- 4 377
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.