TheAthletic - ლუნინი 4 წლიან კონტრაქტს აფორმებს!
TheAthletic-ის ცნობით, ანდრეი ლუნინი და მადრიდის „რეალი“ ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ და ეს შეთანხმება მალე ოფიციალურად დადასტურდება.
უკრაინელი კიპერი სამეფო კლუბის სადარაჯოზე 2028 წლის 30 ივნისამდე დარჩება და ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება მისი ხელფასიც.
ლუნინი პერესის შეთავაზებას დათანხმდა, რომლის დეტალებიც არ საჯაროვდება, თუმცა ანდრეიმ მიიღო მყარი გარანტია იმისა, რომ კურტუას კარგ ფორმაში ყოფნის პირობებშიც მიიღებს სათამაშო წუთებს.
- 1 მაი 2024
- 1 880
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.