34-ე ტურში „რეალი“ შესაძლოა ჩემპიონი გახდეს
ლა ლიგის მომდევნო ტურში „რეალის“ მეტოქე „კადისი“ იქნება, ხოლო „ბარსელონა“ „ჟირონას“ დაუპირისპირდება, რაც იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ 34-ე ტურის თავზე ანჩელოტის გუნდმა შესაძლოა ლა ლიგა გაინაღდოს.
თუ „რეალი“ „კადისს“ დაამარცხებს, ხოლო ჩავის გუნდი „მონტილივიზე“ ქულებს დაკარგავს, „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის სხვაობა 12 ქულაზე მეტი იქნება და ლა ლიგის ბოლო 4 ტურს ფორმალური ხასიათი მიეცემა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „კადისთან“ გამარჯვების შემთხვევაში „ბლანკოსში“ მობილიზებას დაიწყებენ და „ბარსელონას“ დაპირისპირებას დაელოდებიან, თუ კატალონიურ გრანდს ფეხი დაუცდება, „სიბელესი“ ჩემპიონ „ბლანკოსს“ მილიონობით ქომაგთან ერთად იმავე საღამოს უმასპინძლებს.
- 1 მაი 2024
- 1 842
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.