კროოსი:„ჩემი პასი ვინისიუს ჟუნიორის მოძრაობების დამსახურებაა“
ტონი კროოსმა „ბაიერნთან“ დაპირისპირება შეაფასა.
„ეს არ ყოფილა მარტივი დაპირისპირება და ვიცოდი, რომ „ბაიერნი“ ძალიან მოტივირებული გამოვიდოდა მოედანზე.“
„ჩემი ბოლო სეზონი? გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ყველაფერს სეზონის დასრულების შემდეგ შევაფასებ.“
„ვინისიუსმა სივრცეები გახსნა და მე მას პასი მივეცი. ეს ყველაფერი სამხრეთ-ამერიკელის დამსახურებაა და არა ჩემი.“
„განსაკუთრებული პასი? არ ვთვლი რომ ასეა. მსგავსი ხშირად გამიკეთებია.“
„ბერნაბეუზე საოცარ საღამოს ველი. დარწმუნებული ვარ, „რეკორდმაისტერი“ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს და ფინალში გასვლას ეცდება, მაგრამ დასკვნით მატჩში ორიდან ერთი გუნდი „ბლანკოსი“ უნდა იყოს.“
- 1 მაი 2024
- 1 183
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.