ვალვერდე:,,მიუნხენური გრანდი ჩემთვის დიდი გამოცდილება იქნება"
ფედერიკო ვალვერდემ „ბაიერნთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„„რეალში“ კონკურენცია ძალიან სასიამოვნოა. მადრიდული გრანდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და მიხარია, რომ არაერთი შეხვედრა ჩავატარე სასტარტო შემადგენლობაში. აქ ყველაფერი რიგზეა.“
„ჩემთვის სათამაშო წუთები ძალიან მნიშვნელოვანია. ფიზიკური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე ვდგავარ.“
„„სიტისთან“ დაპირისპირებაში ძალიან დავიღალე. პენალტის დარტყმა არ შემეძლო და ეს მწვრთნელსაც ვუთხარი. არ ვიყავი თავდაჯერებული და სწორი გადაწყვეტილება მივიღე.“
„მიუნხენის „ბაიერნს“ შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს, ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე არაერთხელ მიუღწევია წარმატებისთვის. ჩვენ სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ.“
„ტონი კროოსთან თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ნამდვილი ლიდერია და ნახევარდაცვაში ბალანსს ქმნის. როგორც ტონი, ასევე ლუკა ძალიან დიდ ფუნქციას ასრულებენ. მე ნახევარმცველი ვარ, თუმცა მარჯვენა მხრიდან ვთამაშობ, კროოსი კი ყველგან არის.“
„ფორვარდები, რომლებიც ხვალ „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშებენ, უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ, თუმცა „რეალს“ უმაღლესი დონის მცველები ჰყავს და მჯერა, რომ ყველას გავუმკლავდებით.“
„„ბლანკოსი“ იღბლიანია? ზოგი ასე თვლის, თუმცა ჩვენ კარგად ვიცით, რამხელა შრომა დგას წარმატების უკან.“
„გნაბრი? ის მართლაც უმაღლესი დონის შემტევია და ჩვენგან დიდ პატივისცემას იმსახურებს.“
„კეინი ფიქრობს, რომ 3:1 კარგი შედეგია? მე მას ვეტყოდი, რომ პირიქით უფრო კარგი ანგარიში იქნებოდა.“
„კარლო ანჩელოტის ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მან მომცა ფუნდამენტური რჩევები და თვალი ამიხილა. სწორედ იტალიელთან ერთად მივხვდი, რომ მხოლოდ 1 პოზიციაზე თამაში არ არის ჩემი საქმე და გაცილებით მეტი შემიძლია. ძალიან მნიშვნელოვანია კარლოსთან მუშაობა, მისი რჩევების და ხედვების გაზიარება.“
„გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ზოგჯერ გიწევს ისეთ პოზიციაზე თამაში, რომელიც მნიშვნელოვანია, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებ.“
„მუსიალამ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ბევრს მიაღწია და მივიჩნევ, რომ ის ძალიან სახიფათო ფეხბურთელია.“
„„ბაიერნის“ წინააღმდეგ პირველად ვთამაშობ, ეს ჩემთვის დამატებითი გამოცდილება იქნება და მჯერა, რომ „რეალს“ გამარჯვება შეუძლია.“
- 30 აპრილი 2024
- 2 176
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.