კიმიხი:„ვინისიუსის წინააღმდეგ ყველას განსაკუთრებული ყურადღება მართებს“
ტომას ტუხელთან ერთად წინასამატჩო პრესკონფერენცია ჯოზუს კიმიხმაც ისაუბრა და არაერთ საინტერესო საკითხს შეეხო.
„მე ვფიქრობ, რომ „რეალის“ ძალიან საშიში გუნდია, რომელიც ხშირად თამაშობს მეორე ნომრად, მაგრამ მაინც აქცევს წარმატებას. სამეფო კლუბს დომინანტური ფეხბურთი, არც „სიტისთან“ უთამაშია და არც „ლაიფციგთან“, თუმცა ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა.“
„ანჩელოტი ჩვენი მწვრთნელიც იყო, მაგრამ „რეკორდმაისტერში“ წარმატებას ვერ მიაღწია. ის ძალიან გამოცდილი სპეციალისტია, რომელმაც 2-ჯერ შეძლო „ბლანკოსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება, ახლა კი ამის გაკეთებას მესამედ აპირებს უდავოდ, ის ერთ-ერთი საუკეთესო დამრიგებელია, რომელმაც სხვადასხვა დროს ეპოქის შექმნა შეძლო.“
„„რეალი“ ყოველთვის ბრუნდება. მათ შარშან ვერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, თუმცა შარშანწინ ოქროს მედლებს დაუეფლნენ, ახლა სამეფო კლუბის მთავარი მიზანი მე-15 თასი იქნება.“
„ვინისიუსი ძალიან სწრაფი და ტექნიკურია, ის ერთი ერთზე საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს. ტაქტიკური განსწავლულობა და დაცვაში ძალიან ყურადღებით თამაში გვმართებს.“
„კროოსი წლების მანძილზე უდიდეს გამოცდილებას აგროვებდა, ის საუკეთესო ნახევარმცველია, რომელმაც იცის ბურთის ფლობა, შეუძლია ბალანსის დაცვა და ფეხბურთელებისთვის თავდაჯერებულობის მიცემა.“
„ეს არ არის რიგითი დაპირისპირება, ეს ჩემპიონთა ლიგის ორრაუნდიანი ბრძოლაა, სასწორზე კი ფინალის საგზური დევს.“
- 29 აპრილი 2024
- 788
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.