„ბაიერნისთვის“ მზადება გრძელდება
სამეფო კლუბის ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი დაპირისპირებისთვის მზადებას განაგრძობენ.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სესიაზე ტიბო კურტუამ ნაწილობრივ ივარჯიშა გუნდთან ერთად და გარკვეული დავალებები შეასრულა.
ახლა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც დატვირთვას ვერ იღებს დავიდ ალაბაა, თუმცა ის განაცხადში იქნება და დიდი ალბათობით, მიუნხენშიც გაემგზავრება თანაგუნდელების მხარდასაჭერად.
ანჩელოტიმ შეკრებაზე დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, კარში დარტყმებს, პრესინგს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
- 28 აპრილი 2024
- 247
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.