ფრან გარსია:„„რეალი“ ვალდებულია, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგეს“
ფრან გარსიამ „სოსიედადთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა, რადგან „სოსიედადს“ ევროზონაში დასარჩენად ქულები სჭირდება. იმანიოლის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა ჩვენ 3 ქულა ნამდვილად დამსახურებულად მოვიპოვეთ.“
„როდესაც „რეალის“ ღირსებას იცავ, აუცილებლად ბოლომდე უნდა დაიხარჯო. ვალდებული ხარ, ბოლომდე იბრძოლო და ქომაგებს სიამოვნება მიანიჭო.“
„როგორც კოლექტიურ, ასევე პირად დონეზე კმაყოფილი ვარ. ვთვლი, რომ კარგად ვითაშეთ და ზოგადად, სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე, მოწოდების სიმაღლეზე ვდგავართ.“
„გუნდმა ამ სეზონში არაერთხელ შეინახა საკუთარი კარი მშრალად, ეს ხშირად ხდება ხოლმე წარმატების მთავარი მიზეზი.“
„მიხარია, რომ არდა გიულერმა გოლის გატანა შეძლო და საბოლოო ჯამში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსიც მიიღო. მას მთელი კოლექტივი მხარს უჭერს.“
- 27 აპრილი 2024
- 517
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.