არდა გიულერი:„ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა ანჩელოტის“
არდა გიულერმა „სოსიედადთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და საბოლოო ჯამში გავიმარჯვეთ. მსურს, მივულოცო თანაგუნდელებს, ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო.“
„მადლობა ანჩელოტის და თანაგუნდელებს. ახლა საოცარი შეგრძნებები მაქვს. უკვე მეორედ შევძელი მეტოქის კარის აღება.“
„დიახ, შემადგენლობა სახეცვლილი იყო, მაგრამ „რეალს“ დიდი რესურსი აქვს და მაინც გავიმარჯვეთ.“
„ფიზიკურ ასპექტზე მუშაობა მუდმივი რუტინაა, მთავარი მენტალური წინსვლა და ფსიქოლოგიური მდგრადობაა. უდიდეს გამოწვევებს უნდა ვუპასუხო.“
„ჩემპიონთა ლიგა „ბლანკოსის“ ტურნირია. დიდი იმედი მაქვს, მიუნხენში გავიმარჯვებთ და მეორე დაპირისპირებას, რომელიც ბერნაბეუზე უნდა შედგეს, განსაკუთრებული უპირატესობით შევხვდებით.“
- 27 აპრილი 2024
- 1 289
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.