ჩემპიონთა ლიგის მოგება ანჩელოტის ისტორიულ შანსს აძლევს!

ამ ეტაპზე კარლო ანჩელოტის აქტივში მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 11 ტიტულია. ამ მაჩვენებლით იტალიელი სპეციალისტი ზინედინ ზიდანის შედეგს იმეორებს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ კარლიტოს საოცარი შანსები აქვს...

თუ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, კარლიტოს აქტივი კიდევ უფრო გაიზრდება, ამას ემატება ლა ლიგაც, რომლის ბედიც გადაწყვეტილია.

ფაქტობრივად გამოდის, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში, ანჩელოტი სეზონის ბოლოს 13 ტიტულს დააგროვებს, რასაც ახალი სეზონის სტარტზე მოყვება ევროპის სუპერთასი, შემდეგ მსოფლიო საკლუბო მუნდიალი, ესპანეთის სუპერთასი და ასე შემდეგ.

ყოველივე ზემოაღნიშნული რა თქმა უნდა დამატებითი შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ კარლომ ტიტულები მოიგოს და ლეგენდარულ მიგელ მუნიოსს გადაასწროს, რომელსაც ჯამში 14 ტიტული აქვს მოგებული.

მომდევნო სეზონის ბოლოს, ანჩელოტის შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მდიდარი ისტორიის ახალი ფურცელი დაწეროს და ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელის სტატუსი მოირგოს.

  • Hala
  • 26 აპრილი 2024
  • 1 600
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)