ანჩელოტი:„ოქროს ბურთი ბელინგემსა და ვინისიუსს შორის უნდა გათამაშდეს“
კარლო ანჩელოტიმ „სოსიედადთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„დაგიდასტურებთ, რომ ფერლან მენდი „სოსიედადთან“ ხელმისაწვდომი არ იქნება. მირჩევნია, ფრანგი ფეხბურთელი მადრიდში დარჩეს და აღდგენითი პროცესი განაგრძოს, ის ჩვენ ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაში ძალიან დაგვჭირდება. ჯანმრთელობის მცირე პრობლემები აქვთ ჯუდ ბელინგემს და როდრიგოს, მაგრამ მათთან საპრობლემო ნამდვილად არაფერია.“
„ჩავის გადაწყვეტილება დარჩენასთან დაკავშირებით? სამწვრთნელო კარიერაში აზრი ბევრჯერ შემიცვლია, ეს ბუნებრივი პროცესია. მე პატივს ვცემ, კატალონიელი სპეციალისტის „ბარსელონაში“ დარჩენას, ვინაიდან ის კარგად იცნობს კლუბს.“
„ჩემპიონობაზე საუბარი? მოდით, მოვიპოვოთ კიდევ 7 ქულა, შემდეგ კი ამაზე ძალიან ბევრს გესაუბრებით.“
„მე პირადად ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთი „რეალი“ ორ ვარსკვლავს, ჯუდ ბელინგემსა და ვინისიუს ჟუნიორს შორის უნდა გათამაშდეს.“
„კურტუამ შესაძლოა „კადისის“ წინააღმდეგ მოედანზე გასვლა შეძლოს, ჯერ არ უნდა ავჩქარდეთ.“
„ლაპორტას განცხადებები? ეს მხოლოდ აზრებია, სიტყვები კი ხშირად ქარს მიაქვს.“
„ვინისიუს ჟუნიორი არასდროს ჩერდება, ყოველთვის ძალიან ამწვავებს სიტუაციას და ცდილობს გაუმჯობესებას. ჯერ კიდევ არსებობს კომპონენტები, რომელშიც ის მოუმატებს. დარწმუნებული ვარ, ბრაზილიელი მოთამაშე უბურთოდ კიდევ უფრო ეფექტური გახდება.“
„მილიტაოს პროგრესი აშკარაა, მაგრამ 100%-ით მზად ჯერ კიდევ არ არის. ედერის სათამაშო დრო ეტაპობრივად გაიზრდება.“
- 25 აპრილი 2024
- 4 359
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.