Marca - მოდრიჩი „რეალის“ გენერალურ დირექტორთან შეხვედრას აპირებს
Marca-ს ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩის სურვილი, რომელიც „რეალში“ დარჩენას უკავშირდება ძალიან დიდია.
ხორვატი ფეხბურთელი მზად არის, მეორეხარისხოვანი ფეხბურთელის როლი მოირგოს და მეტწილად სათადარიგო სკამზე იჯდეს, სწორედ ამიტომ, „რეალი“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაფიქრდა.
„მარკა“ დარწმუნებით იუწყება, რომ ლუკიტა სამეფო კლუბის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას გეგმავს.
არსებული ცნობით, აუდიენციის თარიღს „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა განსაზღრავს და ის სავარაუდოდ მაისის ბოლომდე მოხდება.
- 24 აპრილი 2024
- 1 087
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.