დღის გეგმა ცნობილია - „რეალი“ ვარჯიშს დღეს განაახლებს
ორდღიანი შესვენების შემდეგ, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ვარჯიშს დღეს განაახლებენ...
კარლო ანჩელოტიმ ურთულესი კვირის შემდეგ გუნდს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, დღეიდან კი „სოსიედადთან“ დაპირისპირებისთვის მზადებას დაიწყებს.
ბასკებთან შეხვედრა 26 აპრილს არის ჩანიშნული, ამ თხოვნით „ბლანკოსმა“ ფედერაციას მიმართა, მიზეზი კი ჩემპიონთა ლიგის მატჩია, რომელიც „ბაიერნთან“ უნდა შედგეს.
ვინაიდან სამეფო კლუბს გერმანიაში ვიზიტი უწევს, ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო და „რეალი“ პარასკევს იასპარეზებს, გუნდი კი 2 ვარჯიშის ჩატარებას მოასწრებს.
- 24 აპრილი 2024
- 305
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.