შესაძლოა "ოსასუნასთან" მატჩში მორატას დებიუტი შედგეს

როგორც პოპულარული ესპანური (სპორტული) გამოცემა Marca იუწყება, "რეალ მადრიდ კასტილიას" ფორვარდი, ალვარო მორატა ჟოზე მაურინიოს განკარგულების ქვეშ იმყოფება. როგორც სჩანს, ბენზემას ტრავმამ 18 წლის ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი გაუჩინა. ჟოზე მაურინიო, "კასტილიელთა" ვარჯიშებს ხშირად ესწრება... სწორედ ასეთი ვიზიტისას მან აღმოაჩინა, ახალი "რაული" - "ალვარო მორატა", რომელიც ლეგენდარული წინამორბედის მსგავსად მადრიდის "ატლეტიკოდან" გადმობარგდა სამეფო კლუბში და შესაძლოა "ელ კაპიტანოს" მსგავსად, ყრმობის ასაკშივე მიეცეს პირველ გუნდში მოხვედრის შანსი.

"ოსასუნასთან" გასამართ შეხვედრაში სავარაუდოდ, მოედანზე ვერც კრიშტიანო რონალდოს ვიხილავთ, ასე რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ადგილს, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, გონსალო იგუაინი დაიკავებს, ხოლო ცენტრ-ფორვარდის ფუნქციებს, ალვარო მორატა შეითავსებს. პედრო ლეონს, მატეოსს, გრანეროსა და პეპეს, დღეს მარსელო და ლასიც შეუერთდნენ. როგორც მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის ის მოთამაშეები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებულნი, ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებენ.

მადრიდის "რეალსა" და პამპლონის "ოსასუნას" შორის გასამართი შეხვედრა, შაბათს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.


ინფორმაციის წყარო: Marca.com

ავტორი: Kevlisha

  • kevlisha
  • 7 სექტემბერი 2010
  • 1 412
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)