„რეალმა“ „ბარსელონასთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა „ელ კლასიკოსთვის“ მზადება დაასრულეს...
სამეფო კლუბი „ბარსელონასთან“ დაპირისპირებისთვის მზად არის. გუნდმა ბოლო რჩევა-დარიგებები მიიღო. დღევანდელ სესიაზე კარლო ანჩელოტიმ დიდი ყურადღება გაამახვილა ბურთის ფლობის კომპონენტზე, პრესინგზე, ტაქტიკურ მონახაზებზე, სტანდარტულებსა და კარში დარტყმებზე.
აღსანიშნავია, რომ კოლექტივთან ერთად ივარჯიშა ტიბო კურტუამ, თუმცა მას სრული დატვირთვა არ მიუღია.
სამწუხაროდ, კუნთის გადატვირთვის გამო დატვირთვა ვერ მიიღო ფერლან მენდიმ.
ვარჯიშს დაუბრუნდა დანიელ კარვახალი, რომელიც გუშინ სატრენაჟორო დარბაზში დარჩა.
- 20 აპრილი 2024
- 245
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.