დიდი ეპოქა სრულდება - „რეალს“ ყველაზე სტაჟიანი მოთამაშე ტოვებს!
ესპანური და არამხოლოდ ესპანური გამოცემების ცნობით, სეზონის ბოლოს მადრიდის „რეალს“ ყველაზე სტაჟიანი ფეხბურთელი დატოვებს.
ნაჩო ფერნანდესის 23 წლიანი კარიერა მადრიდულ გუნდში სრულდება. არსებული ცნობით, ფეხბურთელმა ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ახალ კონტრაქტს აღარ გააფორმებს და სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
ნაჩეტე „ბლანკოსის“ 5-ზე მეტ ასაკობრივ გუნდში გამოდიოდა, შემდეგ „კასტილიაში“, ხოლო 2011 წლიდან მოყოლებული მთავარი გუნდის სადარაჯოზე დგას.
მადრიდული გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი კაპიტანს გრანდიოზულად გააცილებს.
- 20 აპრილი 2024
- 12 525
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.