„რეალმა“ „ბარსელონასთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ერთდღიანი შესვენების შემდეგ ვარჯიში განაახლა და „ელ კლასიკოსთვის“ მზადება დაიწყო.
პირველ ეტაპზე სამწვრთნელო შტაბმა დიდი ყურადღება დაუთმო ფიზიკურ კონდიციებს, შემდეგ კი ყურადღება გამახვილდა ბურთის ფლობის კომპონენტზე, კარში დარტყმებზე, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშსა და ტაქტიკურ მონახაზებზე.
სესიის მიწურულს გუნდმა მოკლე სივრცეში ფეხბურთი ითამაშა.
დღევანდელ სესიაზე მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთა დანიელ კარვახალი, ხოლო კურტუა და დავიდ ალაბა აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
- 19 აპრილი 2024
- 1 580
- 27