ვასკესი:„ვიცოდი, რომ თერთმეტმეტრიანს გავიტანდი“

ლუკას ვასკესმა „სიტისთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...

„„რეალი“ არ არის მიჩვეული მუდმივად თავის დაცვაზე ზრუნვას, მაგრამ ეს შევძელით და მებრძოლი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოვავლინეთ. მადრიდული გრანდი 1/2 ფინალშია, ეს კი უდიდესი შედეგია. გვჯერა, რომ წინსვლას გავაგრძელებთ.“

„ბურთთან მივედი და ჩემპიონთა ლიგის ფინალი გამახსენდა, რომელიც მილანში გაიმართა. მაშინ პენალტი გავიტანე და გუნდს დავეხმარე. ზუსტად ვიცოდი, რომ ანალოგიურის გაკეთება ისევ შემეძლო.“

„„სიტის“ ჩემპიონთა ლიგის უმთავრესი ფავორიტის სტატუსი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ეს გუნდი ტურნირიდან გამოვთიშეთ. დარწმუნებული ვარ, „რეალი“ ნებიმისერ დროს, ნებისმიერ წინაღობას გადალახავს. ჩვენ ყოველთვის ვიჩენთ თავმდაბლობას, მაგრამ ვიცით, რომ გვაქვს გამარჯვებულის სული.“

  • Bernabeu
  • 18 აპრილი 2024
  • 1 122
  • 1

1

18 აპრილი 2024 13:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797
კარლოს კი ლანძღავენ ხოლმე და უშვებენ, მაგრამ რატო გავიწყდებათ ვინ არია რა გაუკეთებია და რას აკეთებს ჩვენი გუნდის ისტორიაში, ჰოდა აწი კიდე რას გააკეთებს სამომავლოდ. პირველ მოსვლაზე ათწლეული ელოდებოდა რეალი ნანატრ ლიგას, მოვიდა მონსტრი გუნდი შეკრა, ისტორიაში ერთერთი საუკეთესო ტრიო ჩამოაყალიბა შემტევი + დიმარია დამატებული მაგათ. უდავოდ ისტორიაში ერთერთი შემტევი, ლაღად მოთამაშე გუნდი გვაჩუქა. მეორე სეზონშიც ნახევარფინალში გავიდა და რო არა ტრამვები მეორე ნახევრის სტარტზე რავიცი რეკორდს რეკორდზე ხნავდა ეგ გუნდი. მეორე მოსვლა? ევერტონის მწვრთნელია ბიძი კარლოს დროს წავიდა და რავიცი აი რეები იწერებოდა პროსტა. ბენზემა ახალ ლეველზე გაიყვანა, მიმებად ქცეულ ვინიციუსს მკვლელი დუეტი შეაკვრევინა ბენზოსთან. თითქმის არავის გჯეროდათ კარლოსი და გუნდის. ბევრჯერ შემხვდა ყველა გარდამავალ სეზონად თვლიდა თითქმის კარლოს მეორე მოსვლის პირველ სეზონს ადგა კაცი დუბლი დადო. ჩ.ლიგის ალბათ ისტორიაში საუკეთესო სეზონი გვაჩუქა ფანებს არამარტო მადრიდისტებს, არამედ მთლიან საფეხბურთო სამყაროში ვინც კი ფეხბურთით სიამოვნებას იღებს მათაც. ბევრი ცდილობს მაგ გავლილი სასწაული სეზონის გაუფასურებას, მათ შორის მადრიდისტებისგანაც შემხვედრია ეგეთი და ჩემთვის ცოტა არ იყოს ტეხავს ეგეთი მიდგომა. ახალ გალაქტიკოსად შერაცხული პსჟ, ჩემპიონი ჩელსი, პეპის და კლოპის მანქანები გაყარა ტიპმა, ბევრისთვის ღმერთებად შერაცხული " სისტემური მწვრთნელები" გაყარა სათითაოდ ფანტასტიკური სცენარებით. ცხოვრების ბოლომდე, რომ გამყვება ეგეთი ემოციები მაჩუქა მაგ ჩემპიონთა ლიგის სეზონმა და მაგის მერე ერთი ცუდიც არ დამცდება კარლოზე პირადად მე. გასულ წელს კიდე ქონდა გუნდს მეორე წრეში ჩავარდნა, მაგრამ ისევ ნახევარფინალი დაიდო ლიგაზე. ენფილდზე დაჩქოებული ლივერპული, ჩელსისთან ბალანსიც დადებითი გახადეს და პეპსაც პირველი თამაში აჯობა კარლომ ცალსახად, კი გასაგებია 4-0 ეტიჰადზე და სეზონიც ჩავარდა საბოლოო ჯამში, მაგრამ აგერ ამ სეზონში მთავარი გამტანი წავიდა, თითქმის მთლიანი დაცვის ხაზი მოგვერღვა თან როგორი ტრამვების გამო, ერთერთი სარეკორდო სეზონია ტრამვების მხრივ და სად ვართ? ლალიგას ერთპიროვნულად ვლიდერობთ მხოლოდ ერთი წაგება გვაქ ტურნირზე, ისტორიაში საუკეთესო სეზონი ტარდება დაცვაში, როცა ზევით როგორც აღვნიშნე ყველა დაგვემტვრა. ლიგაზე ნახევარფინალი და ჯერ არ წაგვიგია არცერთი თამაში, მათ შორის პეპის ტრებლ დადებულ და ისევ ტრებლზე მიმავალ მანქანასთან 2 თამაშში. ბოლო 4 თამაშში 3ში თუ არ აჯობა, ტაქტიკურად ტოლსწორად მაინც ეთამაშა კარლო პეპს ( ნუ მე ვფიქრობ, რომ ბერნაბეუზე წინა და ამ წელსაც აჯობა აშკარად) და კი გუშინდელი ტაქტიკაც სწორი იყო და კი ფენომენალური პერფომანსი აჩვენა გუნდმა დაცვით ასპექტში. ატლეტიკოს რატო ადარებენ ლოგიკა სადაა ატლეტიკო მთელი სეზონო ეგრე თამაშობდა მაგ წლებში და რეალს მთელს სეზონში 3 მატჩი თუ უგროვდება ეგეთი, ისიც მოწინაამღდისგან გამომდინარე. მერე კიდე ამ ზაფხულს სეზონის სტარტამდე უკვე დამარხეთ ბიჭო გუნდი აქ და არაფრის მოლოდინი, რომ არ გქონდათ და ახლა გამოდიხართ და პეპს მეორე ნომრად რატო ეთამაშებაო და პირველ ნომრად მოგებას ითხოვთ უკვე ამ გუნდისგან მშვიდობაა? ხომ დაასამარეთ გუნდი თავშივე და ახლა ოპა ქონია ხო მაგ გუნდს რესურსი? ვისი დამსახურებაა ეგ? ლოგიკიდან გამომდინარე ისევ კარლოს უნდა აქებდეთ, რადგან თქვენივე ჩამოწერილი გუნდი აქამდე მიიყვანა და ყველას დაანახა არ აქ რესურსი კიარა საკაიფო რესურსი, რომ აქ პირიქით. ახალი ტაქტიკა გააძრო ტიპმა და პირველ ორ თამაშში უკვე აგინებდნენ ტიპები გეგონება ეგრე მარტივია უცებ ახალ ფეხბურთელზე მორგება ახალი ტაქტიკის და მთლიანი გუნდის რადიკალურად გადაწყობა სხვა სისტემაზე.

ჰო და ეს ბარსას ფანები თქვენს გუნდს მიხედეთ ბრატცი. 1 ბურთის სხვაობა ქონდათ და პირველივე წუთიდან დაცვაში, რომ ჩაა&!&ყნა პსჟმ სტუმრად გეგონება გუშინ წინ არ ყოფილიყო ეგ თამაში

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)