რამოსი:ახლა ვხვდები მოურინიოს საიდუმლოს
სერხიო რამოსმა, El Pais-სთან საუბარში რამდენიმე თემა მიმოიხილა, მან შეაქო სამეფო კლუბის დამრიგებელი ჟოზე მოურინიო და ასევე ისაუბრა საკუთარ როლზე "ბლანკოსში".
"ჟოზე მოურინიოს ნებისმიერ ფეხბურთელთან შეუძლია შესანიშნავი ურთიერთობის დამყარება და ნებისმიერი მოთამაშისგან იგი აყენებს სუპერ ვარსკვლავს, სწორედ ეს არის მისი საიდუმლო და სწორედ ამ იდეალური თვისების წყალობით აქვს მას ამდენი ტიტული მოგებული."
"იგი მართლაც იდეალური მწვრთნელია და ნებისმიერ ფეხბურთელს აქცევს ლეგენდად."
"გუნდის ვიცე კაპიტნობა არც ისე იოლი საქმეა, მე აქ უკვე 6 წელია ვთამაშობ და ეს სტატუსი მომანიჭეს, მე ამაყი ვარ, რადგან კასილასის შემდეგ კაპიტნის საკმლაური მე მერგება. როდესაც გუნდში მოვედი სულ რაღაც 19 წლის ვიყავი, მაგრამ ახლა უკვე მეექვსე სეზონს ვიწყებ ამ გუნდთან ერთად და ეს მახარებს, მე ყველა ახალწვეულს ვეხმარები ადაპტაციის გავლაში და ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაკავშირებს, ყველა ერთად ვერთიანდებით გამარჯვებებისთვის."
- 7 სექტემბერი 2010
- 1 933
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.