ჩავი:,,ახლა ჩვენი ერთადერთი შანსი ბერნაბეუზე მოგება იქნება"
ჩავი ერნანდესმა „პსჟ“-სთან მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ ახლა მისი გუნდის ერთადერთი შანსი „ელ კლასიკოს“ მოგებაა...
„ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ვფიქრობ, თამაშის 11 ფეხბურთელით დასრულება შეგვეძლო, არაუხოსთვის მხოლოდ ყვითელი ბარათიც საკმარისი იქნებოდა, ეს გადაწყვეტილება არ იყო მართებული.“
„პედრი ახალი დაბრუნებული გახლდათ, თუმცა მან მაინც ბოლომდე იბრძოლა, იამალის გაყვანა კი რა თქმა უნდა, არაუხოს გაძევებას უკავშირდებოდა.“
„მთელი სეზონის ნაშრომი წყალში ჩავარდა, თანაც ერთ მომენტში. ეს ძალიან მძიმე დღეა ჩემს ცხოვრებაში. ახლა იძულებულები ვართ, „რეალი“ დავამარცხოთ და ლა ლიგაში ბოლომდე ვიბრძოლოთ, რადგან მხოლოდ ერთ ფრონტზე დავრჩით.“
„ჩემი მომავალი? არამგონია რამე შეიცვალოს. „ბარსელონას“ მცდელობები? ეს გუნდი წინსვლისთვის იბრძვის და ასე იქნება მომავალშიც.“
- 17 აპრილი 2024
- 4 441
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.