„რეალი“ მანჩესტერშია
მადრიდის „რეალის“ თვითმფრინავი რამდენიმესაათიანი ფრენის შემდეგ მანჩესტერის აეროპორტში დაეშვა.
კარლო ანჩელოტის შეგირდებს ადგილობრივი ქომაგები დახვდნენ და საყვარელი ფეხბურთელებისგან ავტოგრაფები აიღეს.
გუნდმა სასტუმროში გადაინაცვლა, სადაც დაისვენებს და ყურადღებას საღამოს ვარჯიშზე გაამახვილებს.
შეგახსენებთ, 20:00 საათზე კარლო ანჩელოტი ერთ-ერთ ფეხბურთელთან ერთად მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და პრესკონფერენციას ჩაატარებს.
- 16 აპრილი 2024
- 401
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.