დავიდემ ძალიან ბევრი იმუშავა
ესპანური გამოცემების ცნობით, დავიდე ანჩელოტიმ მანჩესტერ „სიტისთან“ დაპირისპირების წინ ძალიან ბევრი იმუშავა.
არსებული ცნობით, კარლოს შვილმა და ამასთანავე ასისტენტმა, ფეხბურთელებისთვის 100 ვიდეორგოლზე მეტი მოამზადა, სადაც დეტალურად არის აღწერილი მანჩესტერული გრანდის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.
„რეალი“ ინგლისში ინფორმაციით დახუნძლული ჩადის და ეცდება, ყველა კომპონენტი, რომელიც „ქალაქელებს“ ხელს არ აძლევს, სათავისოდ გამოიყენოს.
გაშიფრულია ფლანგური შეტევები, ვერტიკალური გადაცემები, სტანდარტები, მათ შორის გრძელი ჯარიმები, თითოეული ფეხბურთელის შესრულებული პენალტი და ბევრი სხვა კომპონენტი, რომელიც რა თქმა უნდა, არ არის საჯარო.
- 16 აპრილი 2024
- 1 029
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.