ჰაკიმი:„მბაპეს ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ“
აშრაფ ჰაკიმი „ბარსელონასთან“ დაპირისპირების წინ ჟურნალისტებს შეხვდა და პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენ ვიცით, რომ შანსი გვაქვს და აუცილებლად გამოვიყენებთ. საშინაო არენაზე წავაგეთ, მაგრამ თუ „ბარსელონამ“ შეძლო გასვლაზე მოგება, მაშინ რატომ არ შეგვიძლია ჩვენც იგივეს გაკეთება? ვფიქრობ, 1/2 ფინალისთვის უნდა ვიბრძოლოთ.“
„მბაპეს დამოკიდებულება არასდროს იცვლება, ის პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, ჩავის გუნდის წინააღმდეგ ეფექტური იქნება.“
„კილიანის მომავალი? მბაპე „რეალში“? ჩვენ ფრანგი ფეხბურთელის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, თუმცა ნამდვილად არ ვიცი, სად ითამაშებს ახალი სეზონიდან შემტევი.“
- 16 აპრილი 2024
- 679
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.