Cadena Cope - ნაჩოს სასტარტო გარანტირებული აქვს!
ედერ მილიტაო „სიტისთან“ დიდი დატვირთვის მისაღებად მზად არის. ფიზიკურმა ტესტებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სერიოზული დატვირთვის მიღება პირდაპირ მანჩესტერულ გრანდთან დაპირისპირებაში ბრაზილიელისთვის შესაძლოა რისკებს შეიცავდეს...
ანტონიო რუდიგერთან ერთად გვარდიოლას შემტევების განეიტრალებას ნაჩო ფერნანდესი შეეცდება, რომელიც წინა მატჩში სათადარიგო სკამზე დარჩა.
Cadena Cope-ს ინფორმაციით, ნაჩეტემ უკვე იცის, რომ უდიდესი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს, სწორედ ამიტომ, გაორმაგებული მოტივაციით ვარჯიშობს.
- 15 აპრილი 2024
- 689
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.