არდა გიულერი გადაწყვეტილებას კონსულტაციის შემდეგ მიიღებს
ესპანური გამოცემების ცნობით, არდა გიულერი სეზონის ბოლოს კარლო ანჩელოტისთან კონსულტაციებს გამართავს.
თურქი ფეხბურთელი მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მაისის ბოლოს, მთავარ მწვრთნელთან საუბრისა და სიტუაციის შეფასების შემდეგ მიიღებს.
არდას რამდენიმე გუნდი ეპატიჟება, მათ შორის არის „მილანიც“, რომელიც ფეხბურთელს 2 წლიან საიჯარო ხელშეკრულებას სთავაზობს.
იდეა არის ის, რომ თურქი „ბლანკოსში“ განვითარდეს, თუმცა თუ მას სათამაშო დრო არ მიეცემა, წასვლა გარდაუვალია.
- 15 აპრილი 2024
- 685
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.