კილიან მბაპემ 500 მილიონიანი წინადადება დაბლოკა!
OKDiario-ს და Le10Sport-ის ინფორმაციით, კილიან მბაპემ „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ არანორმალურად მიმზიდველი წინადადება მოისმინა, თუმცა მალევე დაბლოკა...
ინგლისური მხარე მზად იყო, მბაპესთვის 5 წლიანი კონტრაქტი შეეთავაზებინა, სადაც მისი ხელფასი წლიურად 100 მილიონი ევრო იქნებოდა.
500 მილიონი 5 წელიწადში, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. გარდა ამისა, „ოლდ ტრაფორდის“ მკვიდრნი, მზად იყვნენ, ფრანგისთვის სატრანსფერო ბონუსის სახით 200 მილიონი ევრო გადაეხადათ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტის ჯამური ღირებულება 700 მილიონი იქნებოდა.
მბაპემ მანჩესტერელებს უპასუხა, რომ წინადადება განხილვას არ ექვემდებარება.
- 14 აპრილი 2024
- 5 653
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.