ანჩელოტი;„„რეალი“ ჩემპიონობას უახლოვდება“
კარლო ანჩელოტიმ „მალიორკასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„პირველი ტაიმი ძალიან მძიმე გამოდგა, გუნდს ტემპი აკლდა და მომენტებიც არ იქმნებოდა, თუმცა მეორე ნახევარში სულ სხვა დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. ეს იყო მნიშვნელოვანი 3 ქულა, რომელმაც ჩემპიონობას კიდევ უფრო დაგვაახლოვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.“
„ნაჩომ და რუდიგერმა „მალიორკას“ წინახაზელები კარგად გაანეიტრალეს, განსაკუთრებით აღსანიშნავია მურიქის წინააღმდეგ ბრძოლა.“
„ორელიან ჩუამენი საკუთარ ადგილს დაუბრუნდა და ულამაზესი გოლის გატანაც შეძლო. ფრანგმა საოცარი წარმოდგენა დადგა.“
„„მალიორკას“ წინააღმდეგ თამაში მარტივი არ არის, ეს საკმაოდ ხმაურიანი სტადიონია.“
„თუ „ბარსელონას“ დავამარცხებთ, ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ჩემპიონიბისკენ და ჩავთვლი, რომ საქმის 99% გაკეთებულია.“
„გეგმა მქონდა, რომლის მიხედვითაც, მილიტაოს მეტი დატვირთვა უნდა მიეღო, მაგრამ თამაშის სურათმა ბევრი რამ შეცვალა.“
„არაერთი შანსი გავანიავეთ. ხშირად ამის გამო ვისჯებით ხოლმე, მაგრამ საბედნიეროდ, ამ საღამოს ასე არ მოხდა.“
„ვინისიუსს უსტვენდნენ, მაგრამ ის სამაგალითოდ მოიქცა არ აჰყვა პროვოკაციებს.“
„აგირეს დიდ პატივს ვცემ, ჩვენს შორის ყოველთვის არსებობს კომუნიკაცია და ვთვლი, რომ ხავიერი შესანიშნავი სპეციალისტია.“
„რუდიგერის თამაში „სიტისთან“? ალბათ ითამაშებს (იცინის), ის ძალიან მაღალი დონის უკანახაზელია, რომლის მანჩესტერში კარგად თამაშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.“
- 13 აპრილი 2024
- 3 835
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.