ვალდანო:„„რეალს“ მეტი შეეძლო“
ხორხე ვალდანოს აზრით, „რეალს“ „სიტისთან“ მეტი შეეძლო.
„პროგნოზი გამართლდა. „სიტი“ არ იყო უპირობო ფავორიტი და „რეალმა“ დაამტკიცა, რომ ბრძოლა შეუძლია.“
„ყველაფერი მანჩესტერში გადაწყდება, თუმცა 3:3-ის შემდეგ მადრიდის „რეალს“ შედარებით ნაკლები შანსი აქვს, ვიდრე გვარდიოლას გუნდს.“
„„ბლანკოსს“ მეტი შეეძლო, თუმცა პირველ წუთზე დაშვებულმა შეცდომამ, შემდეგ კი გამოუყენებელმა მომენტებმა გუნდი უკან დახია.“
„დარწმუნებული ვარ, ჩემპიონთა ლიგას ამ წყვილში გამარჯვებული მოიგებს, დანარჩენს კი „ეტიჰადზე“ ვიხილავთ.“
- 10 აპრილი 2024
- 1 860
- 16