მილიტაო სასტარტოსთვის ემზადება
ედერ მილიტაო მანჩესტერ „სიტის“ წინააღმდეგ მატჩისას სასტარტო შემადგენლობაში სათამაშოდ ემზადება.
ესპანური გამოცემების ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი ლა ლიგის მომდევნო ტურში ტესტ მატჩს ჩაატარებს, რის შემდეგაც მეტი რამ გახდება ცნობილი.
ამ ეტაპზე ექიმები 90 წუთიანი დატვირთვის რეკომენდაციას არ გასცემენ, თუმცა ფეხბურთელი შაბათის დაპირისპირებაში გამოიცდება.
ჩუამენი დისკვალიფიცირებულია, სწორედ ამიტომ, ანჩელოტი იდეალურ ვარიანტად რუდიგერისა და მილიტაოს დუეტს მიიჩნევს.
- 10 აპრილი 2024
- 974
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.