ვალვერდე:„„რეალი“ მოგებას იმსახურებდა“
ფედერიკო ვალვერდემ „სიტისთან“ ვერმოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„დიდი მადლობა გულშემატკივრებს, მათი მხარდაჭერა გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო. ჩვენ რამდენჯერმე განვიცადეთ შოკი, მაგრამ გონს მოვეგეთ და სასურველ შედეგზე ვფიქრობდით.“
„პირველ ტაიმში მესამე გოლის გატანა თავისუფლად შეგვეძლო, მაგრამ რიგ შემთხვევებში არ გვიმართლებდა.“
„ძალიან დაღლილი ვარ, მსგავსი ტიპის მატჩები უდიდეს ენერგიას მოითხოვს. ვცდილობდი, მოედნის ყველა წერტილში ყოფნას და გუნდის დახმარებას. მიხარია, რომ გოლის გატანა მოვახერხე.“
„გოლმა გამახარა, მაგრამ ეიფორიის დრო არ იყო. ჩვენ 4-3 მოგება გვსურდა, მაგრამ ვერ შევძელით. გუნდი თამაშით კმაყოფილია, მაგრამ შედეგი ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი. ბრძოლას „სიტის“ არენაზე გავაგრძელებთ.“
„ჩვენ გვაქვს მიზანი, რომელიც 1/2 ფინალში გასვლას უკავშირდება და ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ.“
- 10 აპრილი 2024
- 898
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.