გვარდიოლა:„ანჩელოტის ვუთხარი, რომ „რეალს“ ეს არ ეკადრება“
ხოსეპ გვარდიოლამ მადრიდის „რეალთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ძალიან რთული თამაში იყო. როგორც ყოველთვის ბერნაბეუ მაგიური სტადიონია და ვერასდროს მიხვდები, რა მოხდება კონკრეტულ მომენტში.“
„ტონი კროოსი? ოჰ ტონი კროოსი, ის აკონტროლებს „რეალის“ სრულ თამაშს ისე, როგორც მხოლოდ მას შეუძლია. გერმანელი შთამბეჭდავია.“
„გადახურული ბერნაბეუ? ეს სიახლე იყო, თუმცა სიმართლე გითხრათ, ცის ყურება ჯობია.“
„ამ სტადიონზე არნახული მასშტაბის სამუშაოები ჩატარდა და ბერნაბეუ მართლაც საოცარ არენად იქცა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ბალახი გუნდს არ ეკადრება. ანჩელოტის ვუთხარი, რომ სტადიონზე მინდვრის საფართან დაკავშირებით სერიოზული სამუშაოა.“
„ყველაფერი მანჩესტერში გადაწყდება. ამ გუნდთან ხუმრობა არ შეიძლება. 100%-ით მოვემზადებით იმისთვის, რომ მომდევნო რაუნდს კიდევ უფრო ძლიერები შევხვდეთ და „ბლანკოსის“ სისუსტეები გამოვიყენოთ.“
„ფრე ლოგიკური შედეგია. სიმართლე გითხრათ, ამ ანგარიშს ველოდი კიდეც.“
„რა თქმა უნდა, მეორე მატჩის მანჩესტერში ჩატარება უპირატესობას გვაძლევს. ეს შეხვედრა რომ ბერნაბეუზე იმართებოდეს, გაცილებით რთულ სიტუაციაში ვიქნებოდით.“
„ჩემთვის სიურპრიზი იყო, როდესაც ვინისიუს ჟუნიორი ხშირად ინაცვლებდა ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე.“
„ორივე გუნდმა უდიდესი ენერგია გაიღო, სწორედ ამიტომ ძალების აღდგენა და სწორი გადანაწილება გვმართებს.“
- 10 აპრილი 2024
- 5 768
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.