ლასანა დიარა ბურთთან ერთად ვარჯიშობს
ფრანგი დამოუკიდებლად ვარჯიშობდა
დუდეკი და მარსელო ამ დილით პირველი გუნდის 5 დარჩენილ მოთამაშეს შეუერთდნენ. გუნდს შეუერთნენ ასევე კასტილიის ხუანფრანი, ალექსი, სარაბია და მორატა. ლასი დამოუკიდებლად ასრულებდა გამოსაჯანმრთელებელ პროგრამას.
მარსელომ წინა ვარჯიშები გამოტოვა გასტროენტერიტის და კოჭის ტკივილის გამო. დუდეკს კლუბისგან ჰქონდა მიღებული თანხმობა, გამოეტოვებინა შაბათის ვარჯიში და წასულიყო ლივერპულში კარაგერისადმი მიძღვნილ მატჩში დასასწრებლად.
სესია დაიწყო "პამპულობანას" თამაშით, რომელსაც მოჰყვა პრაქტიკული თამაშები. გუნდი გაიყო სამ 3-კაციან ჯგუფად. შემდეგ კი ფეხბურთელები ვარჯიშობდნენ ერთი-ერთზე გასვლაზე. ვარჯიშის ბოლოს კი მინდვრის მცირე ნაწილზე თეთრებმა ექვსი ხუთის წინააღმდეგ ითამაშეს.
ლასი დამოუკიდებლად აგორებდა ბურთს და ასრულებდა ვარჯიშებს ბურთთან ერთად, გამოჯანმრთელების ექსპერტ კარლოს ლალინის მეთვალყურეობის ქვეშ.
წყარო: realmadrid.com
- 6 სექტემბერი 2010
- 1 721
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.