პერესი ტაკეფუსა კუბოზე კიდევ ფიქრობს
ფლორენტინო პერესს ტაკეფუსა კუბოსთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული...
იაპონელი ფეხბურთელი აშკარად პროგრესირებს და „სოსიედადის“ საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსსაც ირგებს, მაგრამ „ბლანკოსი“ ჯერ კიდევ ვერ წყვეტს, უნდა დააბრუნოს თუ არა წინახაზელი.
ტაკეს სატრანსფერო უფლებების 50%-ს „რეალი“ ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ფეხბურთელი „სოსიედადიდან“ სხვა გუნდში წავა, „რეალი“ სატრანსფერო ღირებულების ნახევარს მიიღებს.
არსებული ცნობით, კარლო ანჩელოტი ბრაჰიმ დიასის გამოსვლით კმაყოფილია და ტაკე მადრიდში მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხვდეს, თუ დიასი გუნდს დატოვებს.
თავის მხრივ, ბრაჰიმს რამდენიმე კლუბი ეპატიჟება, მაგრამ თავად ფეხბურთელს ესპანეთში დარჩენა სურს.
მბაპესა და ენდრიკის ტრანსფერის შემდეგ, „ბლანკოსის“ წინა ხაზში კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც დიასის სათამაშო დროზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს, სწორედ ამიტომ ესპანური მედია უშვებს შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც, დიასი სხვა წინადადებებს განხილვას დაუქვემდებარებს, ეს ყველაფერი კი ტაკეფუსას ბერნაბეუზე მიმავალ გზას გაუხსნის.
- 7 აპრილი 2024
- 663
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.