ნაჩო თუ ჩუამენი?
კარლო ანჩელოტის მანჩესტერ „სიტისთან“ დაპირისპირებაში დიდი თავსატეხი ექნება.
ნაჩო ფერნანდესი უსუსტეს სეზონს ატარებს და ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, ჩუამენი კი ცენტრალური მცველი არ არის და სტაბილურობის მიუხედავად, მისი თამაში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში რისკებს შეიცავს.
ამასთანავე ორელიანი ძალიან სჭირდება ნახევარდაცვას, ვინაიდან ის ძალიან საიმედო ჩამშლელია, სწორედ ამიტომ, ფრანგის უკან დაწევა ბევრ რამეს ცვლის.
ანჩელოტი ამ ეტაპზე საგონებელშია ჩავარდნილი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება სურს. 100%-ით გადაწყვეტილია, რომ მილიტაო გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ასპარეზობას ვერ დაიწყებს, ამიტომ არჩევანი მაინც ნაჩოსა და ჩუამენის შორის გაკეთდება.
- 5 აპრილი 2024
- 700
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.