„ოპერაცია სიტი“ მზადების პროცესშია
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები დღეს არ ივარჯიშებენ და სესიებს ხვალ შუა დღიდან განაახლებენ, თუმცა კარლო ანჩელოტი სამწვრთნელო შტაბთან ერთად დილიდან საღამომდე საწვრთნელ ბაზაზეა და „სიტისთან“ მატჩისთვის ემზადება...
მადრიდული გამოცემების ცნობით, „ოპერაცია სიტი“ მზადების პროცესშია, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულები ფიზ.მომზადების მწვრთნელებიც.
ანჩელოტი ძალიან დიდი გათვლის გაკეთებას აპირებს ჯუდ ბელინგემზე და მის შორეულ დარტყმებზე. გარდა ამისა, „რეალს“ სურს, რომ მოწინააღმდეგესთან შედარებით მოედანზე 8-9 კილომეტრით მეტი ირბინოს, ეს კი იქნება გარანტი იმისა, რომ მანჩესტერელები შესაძლებლობებს ვერ გამოავლენენ, „ბლანკოსი“ კი მეტად კრეატიული და შედეგიანი იქნება.
„მერენგების“ მთავარი მწვრთნელი ხვდება, რომ გვარდიოლას გუნდის დამარცხება ურთულესია, თუმცა არა შეუძლებელი, სწორედ ამიტომ, „რეალმა“ საშინაო არენაზე სეზონის თამაში უნდა ჩაატაროს.
- 2 აპრილი 2024
- 1 536
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.