სპეციალური პროგრამა ვალვერდეს და ჯუდ ბელინგემს
ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტი ჯუდ ბელინგემის და ფედერიკო ვალვერდეს სპეციალური პროგრამით მომზადებას გეგმავს...
მადრიდული გრანდი „სიტისთან“ დაპირისპირებამდე 6 სრულფასოვან ვარჯიშს გამართავს, რომლის გეგმაც უკვე გაწერილია.
საქმეში სერიოზულად არის ჩართული ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ანტონიო პინტუსიც, რომელსაც ბელინგემთან და ვალვერდესთან დაკავშირებით საკუთარი სტრატეგია აქვს დასახული.
როგორც ურუგვაელი, ასევე ინგლისელი, მანჩესტერული გრანდის წინააღმდეგ მატჩს მოწოდების სიმაღლეზე უნდა შეხვდეს და უდიდესი დატვირთვის მიღება შეძლოს.
- 2 აპრილი 2024
- 1 157
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.