ბუტრაგენიო:„გადამწყვეტი მომენტი ახლოსაა, კიდევ უნდა მოვუმატოთ“

ემილიო ბუტრაგენიომ „რეალისა“ და „ბილბაოს“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და გუნდში არსებული სიტუაცია მიმოიხილა...

„წინ გადამწყვეტი მომენტია, რომელსაც მადრიდის „რეალი“ მოწოდების სიმაღლეზე უნდა შეხვდეს. მივიჩნევ, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვართ, თუმცა მომატება შეგვიძლია.“

„გუნდმა „ბილბაოსთან“ დაპირისპირებაში შემტევი და ლაღი ფეხბურთი აჩვენა. ჩვენ არ გვყავს ვინისიუს ჟუნიორი, თუმცა როდრიგო ძალიან აგრესიული და ეფექტური იყო. ბრაზილიელმა გამარჯვებაში უდიდესი წვლილის შეტანა შეძლო.“

„„რეალმა“ ამ საღამოს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ლა ლიგის საუკეთესო გუნდია. წარმატებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ.“

„„სიტისთან“ დაპირისპირებისთვის მოსამზადებლად ერთ კვირაზე მეტი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ეს დრო საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ანჩელოტიმ მეტოქე სრულფასოვნად შეაფასოს და წარმატების გზები იპოვოს.“

„ბერნაბეუზე როგორც ყოველთვის ბრწყინვალე ატმოსფერო იყო და დარწმუნებული ვარ, მანჩესტერული გრანდის მასპინძლობაც ასე იქნება. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, ამისთვის კი გულშემატკივრებს დახმარებას და მხარდაჭერაც ვთხოვთ.“


1

1 აპრილი 2024 18:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797
ლიგა, რომც ვერ მოიგოს რეალმა და მარტო ლალიგას დასჯერდეს პირადად ჩემთვის მაინც ერთერთი საუკეთესო სეზონი იქნება, რაც კი მინახავს 2013 წლიდან. ამდენი დანაკლისის, ტრამვიანობის და უფორვარდოდ დარჩენის მიუხედავად იდეალურ სეზონს ატარებს გუნდი ჯერჯერობით. ქონდათ ჩავარდნა თებერვალში რაღაც ეტაპზე, მაგრამ ლოგიკურიცაა მთელი სეზონი ერთ დონეზე ვერ იქნება გუნდი მთავარია ახლა დასკვნით ნაწილს შეხვდნენ უმაღლეს დონეზე და ეგრეც იქნება ჩემი აზრით. ახალი ტაქტიკა აშკარად მოუხდა გუნდს და ამ სეზონში მეტად არაპროგნოზირებადი გახდა რეალი, თან გაივსო გუნდი უნივერდალებით და ვინ სად როდის აღმოჩნდება კაცმა არ იცის. უმაღლეს დონეზე ცვლიან პოზიციებს ერთმანეთში ფეხბურთელები სისტემატიურად და ასწორებს. მობილურია გუნდი, დაცვაშიც უკეთ მისდის გუნდა საქმეები, ნახევარდაცვაზე საუბარიც ზედმეტია და შეტევაზეც ვერ იტყვი არარიან მოწოდების სიმაღლეზეო. მხოლოდ 1 წაგება ლალიგაში ამ დრომდე შესანიშნავი შედეგია. ლიგაზე ლაიპციგთან თამაშში ბევრი აკრიტიკებდა რეალს, მაგრამ პლეიოფების გუნდებიდან ყველაზე უხერხული მეტოქეები ზუსტად ლეიპციგი და სიტი იყვნენ ფილოსოფიებიდან გამომდინარე. გადასვლით ფაზაში თამაში სასწაულად აქ ლეიპციგს დახვეწილი და საკმაოდ ცუდი ოპონენტი იყო სტილიდან გამომდინარე, თან არც იყო რეალი ფორმაში. სიტის რაც შეეხება იმედიანად ვარ და ვნახოთ აბა ყველაფერი უნდა ჩადონ ბიჭებმა მაგ ორ მატჩიან დაპირისპირებაში. ვინიზეც ბევრი კრიტიკაა ამ სეზონში და კი გამოხტომები აქ რიგ შემთხვევებში, მაგრამ უშუალოდ თამაშის კუთხით ზე მნიშვნელოვანი ფიგურაა საოცარია, თუ როგორ წნეხში ყავს მცველები მთელი თამაში და მხოლოდ მარცხენა ფლანგს, რომ არაა მიჯაჭვული და ცენტრიდან თამაშიც ისწავლა ასწორებს. მბაპესთან კარგი დუეტი უნდა შეკრას წესით + ბელინგემიც მათ უკან. ამ გადმოსახედიდან არანაირად არ უნდა შეუშინდეს სიტის რეალი და იმედია ეგრეც იქნება. უმაგრეს დაპირისპირებას ველი, თუ გავცდით მერე რთული წარმოსადგენია ვინმემ გაგვაჩეროს.

2

1 აპრილი 2024 20:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 609
ჯერ არაფერია განაღდებული ბარსასთან სოსიედადთან ვილიარეალთან და ბოლო ტურში ბეტისთან გვაქვს შეხვედრები...ნუ ბარსასაც რთული თამაშები აქვს რეალთან,ვალენსიასთან,ჟირონასთან,სოსიედადთან და ბოლო ტურში სევილიასთან...ესენი აღვნიშნე ლალიგის გრანდებში რო ითვლებიან,თუ სიტმა გამოგვაგდო ალბათ ყველას ჰანდიკაპებით მოვიგებთ,თუ ლიგაზე გავედით ნახევარფინალში იქაც დიდი ძალაა საჭირო და თუ არ გადაიწვა სასტავი ლალიგას გავიფორმებთ დროზე ადრე

3

1 აპრილი 2024 21:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 661
მბაპე სიტიში გადადისო

4

1 აპრილი 2024 21:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 266
ნუ 2 ბურთის სხვაობით უნდა მოიგონ სიტისთან ყველა ვარიანტში

5

1 აპრილი 2024 22:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 661
ერთი ბურთით მოგებზეც მადლობას იტყვით, ფორითო რომ იძახით სიტია ეს კრისტალ პალასი კიარა

6

1 აპრილი 2024 22:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 266
ციტატა: Guti14
ერთი ბურთით მოგებზეც მადლობას იტყვით, ფორითო რომ იძახით სიტია ეს კრისტალ პალასი კიარა

სიტია მაგრამ ბევრად დაღლილი და გადატვირთული ჩვენზე. ამას პლიუს სახლში ვთამაშობთ და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი

7

1 აპრილი 2024 22:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797
ციტატა: lasha-bacha
ჯერ არაფერია განაღდებული ბარსასთან სოსიედადთან ვილიარეალთან და ბოლო ტურში ბეტისთან გვაქვს შეხვედრები...ნუ ბარსასაც რთული თამაშები აქვს რეალთან,ვალენსიასთან,ჟირონასთან,სოსიედადთან და ბოლო ტურში სევილიასთან...ესენი აღვნიშნე ლალიგის გრანდებში რო ითვლებიან,თუ სიტმა გამოგვაგდო ალბათ ყველას ჰანდიკაპებით მოვიგებთ,თუ ლიგაზე გავედით ნახევარფინალში იქაც დიდი ძალაა საჭირო და თუ არ გადაიწვა სასტავი ლალიგას გავიფორმებთ დროზე ადრე

ვილიარეალი და ბეტისი ბოლო ტურებშია მანამდე განაღდებული ექნებათ ლალიგა ისედაც

8

2 აპრილი 2024 02:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 609
ციტატა: Guti14
მბაპე სიტიში გადადისო

9

2 აპრილი 2024 17:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 268
რეალის ჩემპიონობა თუ ვინმეს ეეჭვება ვერ ყოფილა თქვენი საქმე კარგად. ბარსამ 7 ქულიანი ქამბექი თებერვლიდან რო მოიპოვა სამი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი და რეალს რა უნდა ეტაკოს რო 3 თამაში ზედიზედ წააგოს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)