უთანხმოება ანჩელოტისა და ხელმძღვანელობას შორის - ის არ უნდა წავიდეს!
ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტისა და მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას შორის უთანხმოება.
საქმე ეხება კვლავ ფერლან მენდის, რომელსაც კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს ეწურება, მაგრამ „რეალი“ მის გაყიდვაზე ფიქრობს.
ფლორენტინო პერესის აზრით, ფრანგის გაშვება 30-35 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი, ანჩელოტი კი მიიჩნევს, რომ გუნდმა განაპირა მცველი არ უნდა გაუშვას. მეტიც, იტალიელი სპეციალისტი ახალ კონტრაქტს ითხოვს.
კარლოს აზრით, მენდი გუნდში 2027 ან 2028 წლამდე უნდა დარჩეს.
რაც შეეხება კიდევ ერთ განაპირა მცველ ფრან გარსიას, ის ფლორენტინო პერესის სიმპატიებით სარგელობს, მაგრამ თუ ანჩელოტის პოზიცია უპირატესი იქნება, მომდევნო სეზონში „რეალში“ ალფონსო დეივისთან ერთად მენდი დარჩება, ხოლო გარსია სხვა კლუბს მიაშურებს.
- 1 აპრილი 2024
- 5 497
- 8