მადრიდული ლაზარეთი

მადრიდული ლაზარეთი
უკანასკნელი წლების მანძილზე მადრიდის "რეალს" ფარავს ქრონიკული ტრავმების შავი ღრუბელი. ხშირად კი გუნდი გუნდს კი არა, ლაზარეტს უფრო წააგავს. ახლაც კი, სეზონის დასაწყისში, ბევრი ფეხბურთელი იძულებულია ფორმის აკრეფვის მაგივრად, ტრავმის მოშუშება შეეცადოს.

კრიშტიანუ რონალდუ : გამოტოვებს სამ მატჩს

"მალიორკის" ფეხბურთელ სენდროსის უხეში თამაში რონალდუსთვის მარჯვენა ტერფის ძლიერ ტკივილად იქცა. პორტუგალიელი "ბლანკოსის" ვარსკვლავი იძულებულია გამოტოვოს სამი უახლოესი მატჩი : "ოსასუნასთან", "აიაქსსა" და "რეალ სოსიედადთან".

ქარიმ ბენზემა : ტრავმა ვარჯიშზე


თავდასხმელმა ასევე მარჯვენა ტერფი საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშზე დაიზიანა და უახლოელი მატჩი გამოტოვა ბელორუსის წინააღმდეგ. გუშინ ფრანგი ვარჯიშებს დაუბრუნდა მაგრამ კვლავ იგრძნო ტკივილი. ამისდა მიუხედავად, ყველა ბენზემას მოედანზე გამოსვლას ელის, ხვალინდელ შეხვედრაში ბოსნიის წინააღმდეგ.

მარსელო : შაბათს ითამაშებს

გასული პარასკევის ვარჯიში ბრაზილიელმა შეწყვიტა მარცხენა ტერფის ტკივილების გამო, რამაც ხელი შეუშალა მას ბრაზილიის ნაკრების თამაშში მონაწილეობის მიღებაში. გარდა ამისა, მცველს კუჭის ტკივილებიც აწუხებდა. მარსელოს დაბრუნება მოსალოდნელია შაბათის შეხვედრაში "ოსასუნას" წინააღმდეგ.

ფერნანდო გაგო : ტრავმის მოშუშებამდე დარჩენილია კიდევ ოთხი კვირა

არგენტინელი ნახევარმცველი დაშავდა სანტიაგო ბერნაბეუს თასის შეხვედრაში. ფერნანდომ მუხლი დაიზიანა. ექიმების თქმით, წინ არის ტრავმის მოშუშების პროცესების 4 კვირა.

ლასანა დიარა : დაბრუნება "აიაქსთან" შეხვედრისთვის.

ფრანგი ნახევარმცველი საზარდულის მარჯვენა კუნთის დაჭიმვისაგან ჯანმრთელდება. მოსალოდნელია, რომ ლასი "რეალის" ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩისთვის დაბრუნდება, რომელიც "აიაქსის" წინააღმდეგ 15 სექტემბერს გაიმართება სანტიაგო ბერნაბეუზე.

ეზეკილ გარაი : დაბრუნდება ერთ თვეში

ახალგაზრდა არგენტინელმა სერიოზულად დაიშავა მარჯვენა მუხლი. თავდაპირველად ექიმების პროგნოზები სახიფათო იყო, როდესაც ისინი გამოჯანმრთელებისთვის 3 თვეს ითხოვდნენ, მაგრამ პროცესი დაჩქარდა და ამიტომ გარაის ხილვა მოედანზე უკვე ერთ თვეში იქნება შესაძლებელი.

რაულ ალბიოლი: კიდევ ორი კვირა

ესპანელმა ტრავმა ბელგიური "სტანდარტის" წინააღმდეგ მეგობრულ შეხვედრაში მიიღო. ექიმების დიაგნოზი მარჯვენა ტერფის დაზიანება იყო და ფეხბურთელის გამოსაჯანმრთელებლად 5 კვირა მოითხოვეს.

ინფორმაციის წყარო: As.Com

  • n1ka
  • 6 სექტემბერი 2010
  • 2 019
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)