ანჩელოტი:,,ლიგისთვის მოსამზადებლად დიდი დრო გვაქვს"
კარლო ანჩელოტიმ „ბილბაოს“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„პირველ რიგში უნდა გამოვხატო დიდი სიხარული, რომელიც ედერ მილიტაოს მოედანზე დაბრუნებას უკავშირდება. ბრაზილიელი ფეხბურთელი საკუთარი პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მნიშვნელოვანია, რომ გუნდს ძალიან საჭირო მომენტში დაუბრუნდა.“
„როდესაც ფეხბურთელი ამდენხნიან პაუზას იღებს, კარგავს ტემპს და სჭირდება ადაპტაცია, ეს მარტივი არ არის და გარკვეულ დროს საჭიროებს. მომდევნო მატჩებში ედერ მეტ დროს მიიღებს.“
„როდრიგოს სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჰქონდა. დიახ, თქვენ შეგიძლიათ მეკამათოთ და მითხრათ, რომ მარცხენა ფლანგიდან უფრო ეფექტურად თამაშობს, ვიდრე მარჯვნიდან, მაგრამ ნუ დაივიწყებთ 2 გოლს, რომელიც მან „სიტის“ გაუტანა და სწორედ მარჯვენა ფლანგიდან უტევდა. გოეში უნივერსალია და შეტევის ნებისმიერ წერტილში ფლობს სადავეებს, მისი თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ.“
„გვარდიოლას პრეტენზიები? მე მას ვეთანხმები, „სიტის“ გადატვირთული კალენდარი აქვს, მაგრამ ეს ვერ განსაზღვრავს მატჩის ბედს. ჩვენ საკმაოდ დიდი დრო გვაქვს იმისთვის, რომ კარგად მოვემზადოთ და ძალების აღდგენა მოვახერხოთ.“
„სანაკრებო შეკრებებმა ფეხბურთელების დიდი რესურსი წაიღო. ვარჯიშებს ოთხშაბათს განვაახლებ, მომდევნო 2 დღეს კი დასასვენებლად გამოვიყენებ.“
„ჩვენ უნდა ვისიამოვნოთ უპირატესობით, რომელიც ლა ლიგაში გვაქვს, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. მაქსიმალურად დიდ ყურადღებას გამოვიჩენთ და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.“
„როდრიგო ხანდახან ძალიან ეფექტურია და გოლების სერიებს აწყობს, ხანაც შესვენება აქვს. მას ნამდვილად დიდი პერსპექტივა აქვს და ვფიქრობ, რომ ძალიან მოუმატებს. სამხრეთ-ამერიკელი ფეხბურთელი ძალიან მომწონს.“
„ბელინგემი ისეთივე ეფექტური არ იყო, როგორც სხვა მატჩებში, მაგრამ მან ინგლისის ნაკრებში დიდი დატვირთვა მიიღო, ორი მატჩი ჩაატარა და საკმაოდ შედეგიანიც გახლდათ.“
„მსაჯი და ჯუდი? ინგლისელმა იცის, როგორ მოიქცეს ასეთ შემთხვევებში.“
„ედერი „სიტის“ წინააღმდეგ? ბევრი რამ უნდა შეფასდეს და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მივიღოთ. ჩუამენის ცენტრში დაწევა ბევრ პრობლემას ქმნის ნახევარდაცვაში, ის შუა რგოლში ძალიან საჭიროა.“
- 1 აპრილი 2024
- 4 603
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.