როდრიგო:,,მბაპეს ირგვლივ ბევრი ჭორია, რისიც მე მჯერა"
როდრიგო გოეშმა „ბილბაოს“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ძალიან გახარებული ვარ. გუნდმა სრულფასოვანი თამაში ჩაატარა და დამსახურებული 3 ქულა ჩაიწერა აქტივში, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი იყო.“
„მბაპე? მაქვს შეგრძნება, რომ თქვენს მიერ (ჟურნალისტების) გავრცელებული ინფორმაციები რეალობაა, თუმცა მე არაფერი ვიცი.“
„თუ კილიანი მადრიდელი გახდება, ჩემს გოლებს კიდევ უფრო ხშირად იხილავთ, რადგან მასთან ერთად თამაში დამატებითი კომფორტი იქნება.“
„კონკურენცია? დარწმუნებული ვარ, ანჩელოტისთვის სასიამოვნო პრობლემა იქნება, თუ თავდასხმის ხაზში არჩევანის გაკეთება მოუწევს.“
„თავს ძალიან ბედნიერად და თავდაჯერებულობად ვგრძნობ და მივიჩნევ, რომ კიდევ შემიძლია მომატება.“
- 1 აპრილი 2024
- 2 766
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.