Marca - დანი სებალიოსი მეტ სათამაშო დროს ითხოვს!
„მარკას“ ცნობით, დანი სებალიოსს მადრიდის „რეალის“ სამწვრთნელო შტაბთან პრეტენზიები აქვს.
ესპანელი ფეხბურთელი მეტ სათამაშო დროს ითხოვს და მიიჩნევს, რომ ის მოედანზე ამტკიცებს საკუთარ კლასს.
მაშინ, როდესაც სება დროს იღებს, ყოველთვის ეფექტურია და გუნდის დახმარებას ახერხებს.
შარშანდელ სეზონში დანიმ გაცილებით მეტი ითამაშა და მისი მარგი ქმედების კოეიფიციენტიც მაღალი იყო.
„მარკას“ ცნობით, სებასა და კარლო ანჩელოტის შორის სათამაშო დროსთან დაკავშირებით საუბარი შედგა. იგივე გამოცემა იუწყება, რომ თუ სეზონის დასკვნით ნაწილში სიტუაცია არ გამოსწორდება, ნახევარმცველი ზაფხულში გუნდს დატოვებს.
- 31 მარტი 2024
- 434
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.