კარვალიო: "მადრიდი ზუსტად ისეთია როგორიც წარმომედგინა"

მადრიდის რეალის ახალმა ცენტრალურმა მცველმა ესპანური გამომცემლობა AS-ის რამდენიმე კითხვას უპასუხა.

- პორტუგალიის ნაკრებმა ვერ მოიპოვა გამარჯვება კვიპროსის ნაკრებთნ, მიუხედავად იმისა, რომ 4 გოლი გაიტანა. ამჩნევთ გუნდში რაიმე დისბალანსს?

- კარგად ვითამაშეთ, ძალიან ბევრი საგოლე შანსი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. ის რაც პორტუგალიის ნაკრებს დაემართა უყურადღებობის ბრალი იყო.

- რას ეტყვით გულშემატკივრებს, რომლებმაც თავისი თვალით ნახეს, როგორ გაუტანა კვიპროსის ნაკრებმა პორგუგალიელებს 4 გოლი?

- ყველაზე ცუდი ის არის, რომ ფსიქოლოგიური დარტყმა მივიღეთ და აქედან გამოსასვლელად დრო დაგვჭირდება. ახლა ყველანი უნდ გავერთიანდეთ და დიდი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ შემდეგ მატჩს. არ ვიცი რა მოხდა მოედანზე, მაგრამ ჩვენ ოთხი ბურთი მივიღეთ, ეს ყველაფერი წარსულს უნდა ჩავაბაროთ.

- ხვალ ნორვეგიასთან უნდა ითამაშოთ. მზად ხართ ამ მატჩისათვის?

- ნორვეგიაში მხოლოდ გსამარჯვებლად მივდივართ. სწორედ იქ მოპოვებული სამი ქულით უნდა დავრწმუნდეთ საკუთარ შესაძლებლობებში.

- პორტუგალიის მსგავსად მადრიდის რეალმაც პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში ფრე ითამაშა. რა დაემართა გუნდს მალიორკაში?

- დაცვაში გუნდმა შესანიშნვად ითამაშა, შეტევაშიც არ განვიცდიდით მომენტების სიმცირეს, თუმცა მათ რეალიზაციას ვერ ვახერხებდით. იმედია მომავალში ყველაფერი გამოსწორდება.

- ეს შედეგი ხომ არ დააზარალებს გუნდს მომავალში?

- რა თქმა უნდა მოგება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ რეალს ყავს ახალი მწვრთნელი და ის თავის ფილოსოფიას არგებს გუნდს, ამიტომ გასაკვირი არ არის ფრე. დასაწყისისათვის საჭიროა უბრალოდ მოვიგოთ თამაშები, თუნდაც ერთ ბურთიანი სხვაობით. როდესაც მატჩი გავაანალიზეთ, იმ დასკვნამდე მივედით, რომ გუნდმა დაცვაში მოუმატა თამაშს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი გრანდისათვის, როგორიც მადრიდის რეალია.

- ბარსელონა პირველივე ტურში გისწრებთ ორი ქულით. როგორ ფიქრობთ კატალონიელები კვლავ მადრიდის რეალზე ერთი თავით მაღლა დგანან?

- მართალია კატალონიელებმა ლა ლიგა მოგებით დაიწყეს, თუმცა კიდევ 37 მატჩი გვაქვს წინ და არავინ იცის რა მოხდება სეზონის განმავლობაში. ვფიქრობ სანერვიულო არაფერია.

- თქვენ უკვე ერთი თვეა მადრიდში ხართ. ყველაფერი ისეთია, როგორც ფიქრობდით?

- მადრიდი ზუსტად ისეთია როგორიც წარმომედგინა, რეალის გასახდელში მეგობრული ატმოსფეროა, რაც გვიადვილებს ახალწვეულებს გუნდში ადაპტაციას. ახლა კი მზად ვარ ყველაფერი გავიღო ოსასუნასთან გამარჯვების მოსაპოვებლად.

- თქვენ დიდი ხანია მოურინიოს იცნობთ, პორტოში და ჩელსიში ერთად მუშაობდით. ახლა თქვენი გზები მადრიდში გადაიკვეთა.რას ფიქრობთ მიაღწევს ჟოზე წარმატებას რეალში?

- მოურინიო ძალიან ბევრს მუშაობს. იგი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და იცის რა უნდა გააკეთოს. მე მას დიდი ხანია ვიცნობ, რაც მეხმარება ადაპტაციაში, რადგან კარგად ვიცი მისი მეთოდები. დარწმუნებული ვარ მოურინიო ისეთივე წარმატებული მწვრთნელი იქნება რეალში, როგორიც მის დანარჩენ კლუბებში იყო.

  • SunSay
  • 6 სექტემბერი 2010
  • 1 432
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)