ვაარტის ემოციური დამშვიდობება კლუბთან
ჰოლანდიელი ვან დერ ვაარტი უკვე აღარ ეკუთვნის მადრიდის "რეალს"."ტოტენჰემის" ახალშეძენილ ფეხბურთელმა მადლობა მოუხადა ყველას, ვინც მხარში ედგა ესპანეთში ცხოვრების ცუდ პერიოდში.
აღელვებული ხმით ვან დერ ვაარტმა გაიხსენა კლუბის გულშემატკივრები და ყველა წარმომადგენელი, რომელმაც შანსი მისცა ამ ქალაქსა და კლუბში თამაშის.
მისი სიტყვების ნაწილი შემდეგისგან შედგებოდა:
"დიდი მადლობა. უბრალოდ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, უბრალო ხალხს, კლუბის წარმომადგენლებს და განსაკუთრებით გულშემატკივრებს. მადლობა გვერდში დგომისათვის, რომელსაც მე ვგრძნობდი აქ ყოფნისას, მათ მომცეს საშუალება მეცხოვრა აქ ისე, როგორც საკუთარ სახლში. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალშ შევხვდებით.
მე მივდივარ მადრიდიდან, მაგრამ გული აქ მრჩება.
გკოცნით ყველას!"
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.Com
- 6 სექტემბერი 2010
- 2 210
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.