„ბაიერნმა“ დეივისს საბოლოო წინადადებით მიმართა!
მიუნხენის „ბაიერნი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ალფონსო დეივისი დაიტოვოს.
გერმანული გამოცემების ცნობით, „რეკორდმაისტერმა“ კანადელ განაპირა მცველს ბოლო წინადადებებით მიმართა.
თუ დეივისი ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს მისი ხელფასი წლიურად 14 მილიონი ევრო იქნება, ხოლო თუ სეზონში ყველა ტურნირის მასშტაბით 50 მატჩზე მეტს ჩაატარებს, ბონუსის სახით დამატებით 1 მილიონს გამოიმუშავებს.
ალფონსოს მოთხოვნა 20 მილიონი იყო, მაგრამ „ბაიერნმა“ პოზიცია უკვე დააფიქსირა და ზემოხსნეებული შეთავაზება საბოლოოა.
თუ დეივისი კვლავ უარს იტყვის, „რეკორდმაისტერი“ მას გაყიდის, „რეალი“ კი შანსს აუცილებლად გამოიყენებს.
- 20 მარტი 2024
- 1 049
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.