მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ოფიციალური პასუხი „რეალს“
მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, მსაჯმა ტექნიკურმა კომიტეტმა სამეფო კლუბს ასევე ოფიციალური განცხადებით უპასუხა.
მსაჯთა ტექნიკურ კომიტეტს სურს სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს ლა ლიგის მსაჯს, ხუან მარტინეს მუნუერას, რომელიც იყო მადრიდის „რეალის“ აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებების ადრესატი.
„ბლანკოსი“ მიუთითებს გაფრთხილებების სერიაზე, რომელიც „ელ სადარის“ სახელობის სტადიონზე მსაჯმა ფეხბურთელებისგან მიიღო, თუმცა აუდიოჩანაწერების განხილვის შემდეგ უნდა განიმარტოს, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამასთანავე კლუბის დელეგატს მუნუერასთვის არანაირი ცნობა არ წარუდგენია რაიმე სახის დისკრიმინაციის შესახებ, რომელიც ვინისიუს ჟუნიორის მიმართ განხორციელდა.
ამასთანავე ტექნიკური კომიტეტი გმობს, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია დისკრიმინაციასთან, რასიზმთან და სხვა სახის ძალადობრივ ქმედებებთან. აღნიშნული კომიტეტი 2005 წელს იყო ხელისმომწერი იმ პროტოკოლის, რომელიც ხელს უწყობდა ზემოაღნიშნული ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლას.
მსაჯთა ტექნიკური კომიტეტი ღიაა წარმართოს და მიიღოს მონაწილეობა ან ითანამშრომლოს ნებისმიერ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელსაც საფეხბურთო დაწესებულება განსაზღვრავს ჩვენს სპორტში ძალადობის, რასიზმის, ქსენოფობიის ან შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლისა და აღმოფხვრის მიზნით.
მსაჯები არიან სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის ძირითადი მიმღებები, რომლებიც ფეხბურთის ყველა მოედანზე ხდებ და, შესაბამისად, ყველაზე მეტად დაინტერესებულნი ასეთი საქციელის აღმოფხვრითა თუ ფეხბურთიდან გაძევებით.
- 19 მარტი 2024
- 1 899
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.