ლემანი:"ხედირამ და იოზილმა ესპანური რაც შეიძლება მალე უნდა შეისწავლონ"
გერმანიის ნაკრების ექს-კიპერი თავის "რეალში" გადაბარგებულ თანამემამულეებს ურჩევს, რაც შეიძლება სწრაფად დაძლიონ ენის ბარიერი, რომელიც დგას მათსა და გუნდს შორის.
ამ კვირაში ჟოზე მოურინიომ უკვე ისაუბრა, რომ მას ჯერ უჭირს ინფორმაციის მიტანა სამი ხედირადა და მესუთ ოზილამდე.
"მათ აუცილებლად რაც შეიძლება სწრაფად უნდა ისწავლონ ენა",-განაცხადა გამოცდილ იენს ლემანმა.
"მესუთმა და სამიმ უნდა გააკეთონ ყველაფერი შესაძლებელი, რათა მიაღწიონ ურთიერთგაგებას მოედანზე თანაგუნდებელთან ერთად. თუ ისინი ვერ შეძლებენ გუნდში ადაპტაციის სწრაფ გავლას მაშინ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ."
"როდესაც შენ გადადიხარ დიდ კლუბში, პირველი დღე შეგიძლია აღნიშვნებს მიუძღვნა, მაგრამ უნდა იცოდე, რომ შემდგომ მოგიწევს ბევრად მეტი სამუშაოს ჩატარება, ვიდრე ამას ძველ გუნდში აკეთებდი"
ინფორმაციის წყარო: Agence France Presse
- 6 სექტემბერი 2010
- 1 805
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.